დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულოდ საჩუქრები გადასცა
კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრა. სტუმრები ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამართეს სხვადასხვა წარმოდგენები.
“დმანისის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფლების: გომარეთის, სარკინეთის, მაშავერას, განთიადის, ჯავახისა და ქალაქ დმანისის N2 სააღმზდელო დაწესებულებებში.
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა აუცილებლია სტუმრობა ქალაქ დმანისის N1 და სოფელ ბოსლების საბავშვო ბაღებშიც.
“ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია ბავშვებისთვის. შევეცადეთ საახალწლო განწყობა შეგვექმნა მათთვის და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცაემა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამჟამად 9 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 313 აღსაზრდელია დარეგისტრირებული და აქედან 47 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტს შეემატება მეათე, ქართულენოვანი სააღმზრდელო დაწესებულება ეთნიკური უმცირესობებისთვის.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქალაქ დმანისის მეორე, გომარეთის, სარკინეთისა და სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არაფორმარულ გარემოში მოგვიწია საჩუქრების გადაცემა,” – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.