აუცრელებისთვის კლინიკაში მოხვედრის რისკი 60-ჯერ მეტია – ახალი კვლევა ბრიტანეთიდან, სადაც „ომიკრონის“ შემთხვევები რეკორდულად იზრდება

ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ „ბუსტერდოზა“, რათა „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაცულები იყვნენ. თუმცა, საინტერესოა, რა ხდება აუცრელების შემთხვევაში? – ახალი კვლევა აჩვენებს, რა შანსი აქვთ მათ, რომ ვირუსს გადაურჩნენ.
ბრიტანეთის ინტენსიური თერაპიის ეროვნული აუდიტისა და კვლევითი ცენტრის (INCARC) ინფორმაციით, თუ არ ხართ ვაქცინირებული, კოვიდით დაინფიცირების შემთხვევაში, ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრის შანსი 60-ჯერ მეტია.
აცრილ და აუცრელ პაციენტებს შორის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ყველაზე დიდი განსხვავება 60-69 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, თუმცა, კლინიკებში მოთავსებული ყველა ასაკის ვაქცინირებული პაციენტების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე – აუცრელების.
40-დან 50 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის კოვიდინფიცირებულებში აუცრელი პაციენტები 13-ჯერ მეტია, ვიდრე აცრილები, 30-დან 39 წლამდე ასაკის კატეგორიაში კი 12.5-ჯერ მეტი არავაქცინირებული მოხვდა კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები