ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“ამ დროისთვის, ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწმენდილია როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე – შიდა საუბნო გზები.
საჭიროების შემთხვევაში, გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კვლავ გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები