აღდგება თუ არა ერგნეთის ბაზრობა – პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში განმარტება გააკეთა

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტის სხდომებზე სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებსა და პრიორიტეტებზე მინისტრობის კანდიდატები საუბრობენ. შერიგებისა და სამოქალაქოს თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სხვა მინისტრების მსგავსად მისი უწყების მუშაობა შეაფასა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დეპუტატები რამდენიმე საკითხთან ერთად ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თემით დაინტერესდნენ. როგორც ზაქარეიშვილმა განმარტა პირდაპირი გაგებით, ერგნეთის ბაზრობის აღდგენა არ იგეგმება. მისი თქმით, საუბარია სავაჭრო ცენტრების გახსნაზე, როგორც აფხაზეთის ისე ცხინვალის მიმართულებით.
“არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, ექსპერტების დონეზე და ეს მსჯელობა უკვე დაწყებულია“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გუბაზ სანიკიძე გალის ქართული მოსახლეობის პრობლემებით ე.წ. პასპორტიზაციის პროცესის საკითხით დაინტერესდა.
“რთული ვითარებაა, მაგრამ ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება და აპოკალიფტური პერსპექტივები, თითქოს გალის ქართულ მოსახლეობას გალიდან გამოძევება ემუქრება, არ შეესაბამება სიმართლეს“, -აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები