“ჩვენ ველოდებით, რომ “ომიკრონის” შტამის გამო, 3 კვირის შემდეგ, ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღის დაწყებაა შესაძლებელი” – ივანე ჩხაიძე

“რომ არა „ომიკრონი“,, ალბათ, შეგვეძლო პროგნოზირება, რომ საქართველოში, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელი გავრცელების სისწრაფე ქმნის მოლოდინს, რომ იანვარში პანდემიის მე-6 ტალღა დაიწყება.

„ახლა სრულიად საპირისპიროა ჩვენი რეალური მოლოდინი. ჩვენ ველოდებით, რომ, 3 კვირის შემდეგ, ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღის დაწყებაა შესაძლებელი“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. ქვეყანაში ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები