ეკატერინე ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
“პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას” ,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.
„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით.დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს ევროკავშირის გრანტის ფარგლებში შემოუერთდება“,-განაცხადა ტიკარაძემ.