ეკატერინე ტიკარაძე: 2021 წელს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო, რომელიც სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას გულისხმობს
“2021 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გულისხმობს სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რეფორმა ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს:
ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში;
სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება;
შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება;
ბაზისური კაპიტაციური დაფინანსების გაზრდა;
სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება;
პჯდ სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა;
დაწესებულებების ინტერნეტიზაცია/კომპიუტერული უზრუნველყოფა.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა”,- განაცხადა ტიკარაძემ.