თენგიზ ცერცვაძე: მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ გამო, მოხდეს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება 

“ახლა არის დაახლოებით 50-მდე ავადმყოფი საქართველოში. მიიღება ყველა ზომები, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ აჩვენა, რომ ეს შეუძლებელია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შტამის გამო, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.

„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები