მეუფე ნიკოლოზი: მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით ყველანი და დავიწყებთ ქვეყნის შენებას

“მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით ყველანი და დავიწყებთ ქვეყნის შენებას ერთად” – ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას ე.წ. ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით.

მეუფეს თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის სხვა გზას ვერ ხედავს.

“მე მგონია, რომ საქართველო მყარად დაადგება უკვე განვითარების გზას. აღარ ექნება ასეთი ძვრები, მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით ყველანი და დავიწყებთ ქვეყნის შენებას ერთად. მე სხვანაირად ვერ ვხედავ, პოლიტიკურ შეფასებებს ნუ გამაკეთებინებთ და დანარჩენი, სხვა გზა არ არსებობს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები