“ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა
“ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.
„2022 წელს ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები გადახედვას საჭიროების. ის დოზები, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უზრუნველყო, რათა ჩვენ მივაღწიოთ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ დასმულ სამიზნეს და დავიცვათ ეპიდვითარება ქვეყანაში, ასევე „ბუსტერ“ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.
„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.