მაია ჩხაიძე: თუ გვინდა გადავრჩეთ და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, ყველა უნდა ავიცრათ

რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი დიდი იქნება, – ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გვინდა გადავრჩეთ, არ მოხდეს გავრცელება და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, ისევე, როგორც შარშან იტალიაში მოხდა, ყველა უნდა აიცრას.

“როცა არის ძალიან დიდი რაოდენობა და მოცვა დიდია, დიდ რაოდენობაში, რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი დიდი იქნება. თუ გვინდა გადავრჩეთ, არ მოხდეს გავრცელება და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, ისევე, როგორც შარშან იტალიაში მოხდა – ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად აცრისკენ,”- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები