“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურასა და ზესტაფონში საახალწლო კონცერტებს მართავს
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის “ საჩუქარი ჭიათურას და ზესტაფონს – “ჯიემის” ორგანიზებით, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით, ორივე ქალაქში, 25 -26 დეკემბერს საახალწლო – საშობაო ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
“ჭიათურის ცენტრში სტუმრებისთვის რამდენიმე სივრცე მოეწყო:
საახალწლო ბაზრობა 12:00 – 19:00 საათი. ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სანტა კლაუსის ჯადოსნური კუთხე და საჩუქრები პატარებს 13:00 – 15:00 საათი.
თითების თეატრის წარმოდგენა 14:00 – 15:00 საათი, სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე „თეატრი ჩემოდანი“ იზრუნებს .
დღის ბოლოს 17:00 – 19:00 საათი, ჭიათურის ცენტრი გრანდიოზულ საახალწლო კონცერტს უმასპინძლებს , სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება . საახალწლო განწყობას თქვენთვის შექმნიან: ანსამბლი შვიდკაცა, კვარტეტი ჭიათურა, ნეკა სებისკვერაძე და Goofy land.
26 დეკემბერს , საღამოს 17:00 საათიდან , სიურპრიზებით სავსე საახალწლო კონცერტი ზესტაფონში გაიმართება .
სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ : ჩვენი კვარტეტი , სოფო ხალვაში , ანსამბლი შვიდკაცა და Goofy land .
კომპანია “ ჯორჯიან მანგანეზი “ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და ჭიათურასა და ზესტაფონში საზეიმო ღონისძიებებზე გეპატიჟებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.