მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები დაესწრნენ.
“ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ფლეშმობი მოეწყო, ხოლო სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ასევე პატარებს თოვლის ბაბუა მიესალმა და მათ საჩუქრები გადასცა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.