ირაკლი ღარიბაშვილი: შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

“შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.
გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!”, – აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები