პაატა იმნაძე – უვადო “მწვანე პასპორტზე”: თავიდანვე ვთვლიდი, რომ ვადიანი უნდა ყოფილიყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ უვადო “მწვანე პასპორტის” კონცეფციას არ ეთანხმება, ამის შესახებ იმნაძემ, ღამის კურიერის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდეც მიაჩნდა, რომ კოვიდ პასპორტი საქართველოში ვადიანი უნდა ყოფილიყო.

“უვადო მწვანე პასპორტებზე ჩემი პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო. თავიდანვე ვთვლიდი, რომ ის უნდა ყოფილიყო ვადიანი. ევროკომისიის გადაწყვეტილება იყო, რომ 9-თვიანი ყოფილიყო. არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც 1-წლიანია ეს კოვიდ პასპორტები. უმრავლესი ქვეყნები ჩამოსულები არიან 6-თვიანზე. სხვათა შორის ამაში არ იგულისხმება მარტო ვირუსის გადატანა, ამაში იგულისხმება ბოლო ვაქცინაც. ასე, რომ მე ისევ ჩემ აზრზე ვრჩები, რომ კოვიდ პასპორტი უნდა იყოს ვადიანი”,- ამბობს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები