პაატა იმნაძე: “ომიკრონი” ორ-სამ კვირაში გვაჩვენებს თავის ძალას

როდის იქნება “ომიკრონის” გავრცელების პიკი საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პიკი საქართველოში 2 კვირაში დაიწყება.

“დრო გვაქვს დაახლოებით, 2 კვირა ალბათ და “ომიკრონი” ისეთია, რომ 2-3 კვირაში გვაჩვენებს თავის ძალას”,- აცხადებს პაატა იმნაძე.  იმნაძის განცხადებით, ახალი შტამისგან დაცვის ეფექტური საშუალება ე.წ “ბუსტერ” დოზაა, რომელიც “ომიკრონისგან” იცავს 75%-მდე.

“გამოქვეყნდა უკვე მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სამჯერადად აცრა “ომიკრონისაგან” იცავს დაახლოებით 75%-მდე. რაც მთავარია აქ არის ის, რომ ეს აცრა მძიმე მიმდინარეობისაგან ნამდვილად კარგად იცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს, რომ აუცილებლად აიცრან. ვისაც 2 აცრა გაკეთებული აქვთ, იმათმა კი “ბუსტერი” გაიკეთონ. “ბუსტერის” ვადა ყველა ვაქცინაზე 3 თვემდე ჩამოვიდა,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები