რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
24 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 441 614 აცრა, 23 დეკემბერს კი აიცრა 11 456 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით,
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 270 663 ადამიანი – რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44.2%-ია.
“სრულად ვაქცინირებულია 1 111 336 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 38.7%
ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 58 508 ადამიანს
23 დეკემბერს აიცრა 11 456 ადამიანი”, აღნიშნულია ინფორმაციაში.