ქობულეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხლის აალებამ გამოიწვია.

მათივე თქმით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სახანძრო ბრიგადები.
შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს, დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები