„საბა – 2021“-ის გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბა 2021“-ის გამარჯვებულები ცნობილია. ეპიდსიტუაციის გამო, ისინი ონლაინ გამოვლინდნენ.
გამარჯვებულთა სია:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- ნანა აბულაძე – „ აკუმი“ („ინტელექტი“)
- ირინე ტაბაღუა – „ტელეფას ცხვარი“ („ინტელექტი“)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- ნანა ტრაპაიძე – „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- ნინო დიანოსაშვილი – „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: ბაკქი ქალები, ერაკლე, ორესტესი“ („ლოგოსი“)
წლის საუკეთესო პიესა
- პაატა ციკოლია – „მედეა“ s01e06 (saba.com.ge)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- გიორგი სოსიაშვილი – „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- ნუგზარ ზაზანაშვილი – „წავა წავა წავა წავა“ („ინტელექტი“)
წლის საუკეთესო რომანი
- თამთა მელაშვილი – “შაშვი შაშვი მაყვალი” („სულაკაურის გამომცემლობა“)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
- გიორგი ლობჟანიძე – ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ანი კოპალიანი – ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“ (ინტელექტი)
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცა:
- პოეტ და მთარგმნელ გივი შაჰნაზარს.
პრემია – საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსიისთვის ქართულ ლოტერატურაში გადაეცა:
- ბიძინა მაყაშვილს – “მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას” („სულაკაურის გამომცემლობა”)
- ივა ფეზუაშვილს – “ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი“)
ნომინაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დააწესა.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: მწერალი, დრამატურგი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი და ტელეწამყვანი ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი და მთარგმნელი – თამარ ჯაფარიძე.
ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.