ნიკოლოზ ყიფშიძე: ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ სააკაშვილს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისთვის კონსულტაციების გასაწევად უახლოეს დღეებში ექიმები საზღვარგარეთიდანაც ჩამოვლენ.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს გადაადგილების პრობლემები და დისბალანსი აქვს.

„პრეზიდენტი უჩივის საერთო სისუსტეს, გადაადგილების პრობლემები, დისბალანსი. საყურადღებოა ნეიროპათია, ასევე, ნეიროდეფიციტი. ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან – გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ეს ექიმები არიან ნევროლოგები და ფსიქო-ნევროლოგები“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები