დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის  მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა.

ამასთან მიმდინარეობს მაღალმთიან სოფლებში თოვლიდან დაზიანებული კავშირგაბმულობის ხაზების და ელ მომარაგების ქსელების რეაბილიტაციაც.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს წევრებთან, გიორგი გაგუასთან და ჯონი თევზაძესთან ერთად.

დავით ბახტაძე ,, არცერთი სოფელი არ დარჩება უყურადღებოდ, სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. დიდთოვლობიდან შექმნილი პობლემების აღმოფხვრა შემჭიდროვებულ ვადებში განხორვიელდება.”

დღესვე, სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის მერმა, რამდენიმე ოჯახს სასურსათო ამანათი მიუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები