ნინო წილოსანი: თუ ოპოზიცია საზოგადოებაზეა გაბრაზებული, რაკი მას არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდობლობას უცხადებს, შერიგება რთული და წარმოუდგენელი პროცესი იქნება
“მინდა, ამ ადამიანებს ვუსურვო, რაც შეიძლება მალე გაათვითცნობიერონ, რომ არიან იარაღი ყველაზე ცუდი მიზნების მისაღწევად”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა “ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე წევრებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დიალოგის კონსტრუქციულობა, გარკვეულწილად, ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული.
“თუ ოპოზიცია საზოგადოებაზეა გაბრაზებული, რაკი მას არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდობლობას უცხადებს და ხელისუფლებაში მისასვლელად არ ირჩევს, შერიგება რთული და წარმოუდგენელი პროცესი იქნება. თუ ვსაუბრობთ შერიგებაზე, როგორც მძიმე ფაქტების და შემთხვევების აღიარებაზე, შემდგომ მონანიებასა და თანხმობის გამოძებნაზე, პროცესი შეიძლება, შედეგიანი იყოს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ერთ-ორ კვირაში ვერ მოხდება. ამას სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი დისკუსია სჭირდება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.