„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან

სასტუმრო „სტამბაში“ ხვალ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, ერთობლივი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციით, სამ საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტს, გადაეცემა ფულადი ჯილდო. ასევე, გამოვლინდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბანკისა და English Books-ის რჩეულები. დაჯილდოების ცერემონიალზე გაიმართება კონკურსის ფინალისტების მოთხრობების კრებულ, „ეკრანის“ პრეზენტაციაც, რომელიც „პალიტრა L-მა“ გამოსცა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ოქტომბერში, წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი ეტაპის 15 ფინალისტი სტუდენტი, ხუთ ტუტორთან ერთად, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრა, სადაც მწერლებმა არჩილ ქიქოძემ, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ივა ფეზუაშვილმა და დიანა ანფიმიადიმ, ასევე, გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ და რედაქტორმა მაია ალუდაურმა, მათ მხატვრულ ნაწარმოებზე მუშაობისა და გამოსაცემად მომზადებისთვის, მოკლე სალექციო კურსი ჩაუტარეს. კურსის დასრულების შემდეგ, კონკურსანტებს, ახალი ნაწარმოების შესაქმნელად, ორკვირიანი ვადა ჰქონდათ.

კონკურსის შესარჩევ ეტაპზე განაცხადებისა და საკონკურსო მოთხრობის გამოგზავნა, საქართველოში ავტორიზებული ნებისმიერი უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებს შეეძლოთ. სულ 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები