ხვალ მხატვრული ფილმი “მეგრული Day Off”-ების თიზერის, პირველი სატესტო ჩვენება გაიმართება
სპეციალურად ჩვენებისთვის კინოკრიტიკსები, რეჟისორები და მსახიობები არიან მიწვეული. ფილმის სცენარისტისა და პროდიუსერის ლაშა კანკავას განცხადებით, “მეგრული Day Off”- ები იქნება რომანტიული კომედიური ჟანრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგოსა და წარმოშობით სოხუმელი, სამეგრელოში მცხოვრები ბიზნესმენის სიყვარულის ისტორიის ირგვლივ, მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და იუმორზე. ხაზგასმული იქნება აფხაზეთის თემა, ემიგრაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობის თემები.
ფილმში ასევე წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს ისტორიულად და ისტორიულად ძალიან ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილები. ეს ფილმი იქნება ერთგვარი პრომოუშენი ამ კუთხის ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ”, – აცხადებს ლაშა კანკავა.