ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება

“ქვეყანაში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული, ამ დროისთვის კი 15 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვეული გამჭვირვალობით გააგრძელებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. ჰოსპიტალური სექტორი არის მზად და ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ კლინიკური ჯგუფები. პირველადი ჯანდაცვა სრულად არის მობილიზებული. სისტემა ადეკვატურად პასუხობს გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები