ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა – სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რაც ართულებს პანდემიურ სიტუაციას
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ მასობრივი შიმშილობის აქციას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა – სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს.
“მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს, რომელიც ართულებს ქვეყანაში ისედაც არსებულ პანდემიურ სიტუაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.