გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა “ნაცმოძრაობას”, ვიდრე ჰქონდათ მანამდე, სანამ ის უკრაინაში იყო
“სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა “ნაციონალურ მოძრაობას”, ვიდრე ჰქონდათ მანამდე, სანამ ის უკრაინაში იყო – ეს არის მოცემულობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არავინ ითხოვს.
“სააკაშვილის უკანონო ჩამოსვლამ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა “ნაციონალურ მოძრაობას”, ვიდრე ჰქონდათ მანამდე, სანამ ის უკრაინაში იყო – ეს არის მოცემულობა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მის გათავისუფლებას არავინ ითხოვს და საზოგადოებაში ამას ლეგიტიმაცია არ აქვს, რაც არის სწორედ ის წინაპირობა, რის გამოც შეუმდგარ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფაქტობრივმა თავმჯდომარემ ე.წ. მასობრივი შიმშილობა დააანონსა. რაც 21 დეკემბერს მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში დაწყებულია გადახალისების პროცესი, რასაც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის” არაორდინალური გადაწყვეტილებები და ქმედებები. პატიმარ სააკაშვილის საკითხი პრობლემა თავად „ნაცმოძრაობისთვისაც” გახდა, ორად არის გაყოფილი აზრები, ძირითადი ლიდერებისთვის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა პატიმარ სააკაშვილის საკითხი და სხვა საკითხებს უკვე აღარ აყენებენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, გარდა მისი გათავისუფლებისა და ისიც რა ფორმით, ამაზეც ვერ შეთანხმდნენ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.