აკაკი მინაშვილი: ფასები იზრდება საკვებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე, გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება – შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა

“შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

“ფასები იზრდება საკვებზე, ტრანსპორტზე, საწვავზე და ა.შ. გაუსაძლისი ხდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი მოდის, ასი ათასობით ადამიანს არ შეუძლია, აღნიშნოს ახალი წელი გაჭირვებიდან გამომდინარე. იცით, რომ ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში. ამიტომ, ამ ხელისუფლების პირობებში პროტესტი არის ის ფორმა, რომელიც ვითარების ცვლილებამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს თავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის დასაწყისი იქნება. ჩვენ ამ პროტესტის ფორმას გავაგრძელებთ”, – განაცხადა მინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები