ბელგია კოვიდშეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში იხურება კინოთეატრები, თეატრები და ყველა სახის გასართობი ობიექტები. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შემცირების მიზნით მიიღო.
ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობენ სპორტდარბაზები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
მთავრობამ საახალწლო უქმეების წინ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ სთხოვა გატესტვა წინასაახალწლოდ.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების პარალელურად, ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად იმართება კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები. პროტესტს გამოხატავენ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებიც, რომელთათვისაც მომავალი წლის აპრილიდან იმუნიზაცია სავალდებულო გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამსახურებს დაკარგავენ.
წყარო:https://www.euronews.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები