ანა ბარჯაძის „მწარე შაქარი“ „ადამი მედია პრიზის“ ფიჩინგ-ფორუმის გამარჯვებულია

ანა ბარჯაძის დოკუმენტური ფილმი „მწარე შაქარი” კონკურსზე – „ადამი მედია პრიზი“ ფიჩინგ-ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, კომპანია 17/07-ის მიერ, პროდიუსერი – ირინა გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსზე 17/07-ის კიდევ ერთმა პროექტმა „დაღესტნელი ტყვე ქალი”, რომლის რეჟისორიც ელენე ცინცაძე გახლავთ, ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები