დმანისის მუნიციპალიტეტის მერი საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ღონისძიების დასასრულს, ქართული და ინგლისური ენის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და საახალწლო სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.