Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

შტუტგარტი – ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალს აფართოებს. დიუსელდორფის შემდეგ ოპერირებას თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყებს. ჩვენ ავიაკომპანიასთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა საავიაციო ფორუმ Routes Europe 2021-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულების დამატება. დიუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, შტუტგარტის მიმართულებაც დაემატა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია,-’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები