„ლურჯი ათინათები” – მარიამ ბაიდოშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, არტგალერეა „ვაკე“ ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ ბაიდოშვილის შემოქმედებას – „ლურჯი ათინათები“ (ათინათი – ტყის გარინდულ მდუმარებაში შემოსული სხივი) უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მისი ნამუშევრების ეს ციკლი მისტიკურ ლურჯ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც სიმშვიდესთან, მარადიულობასთან, საიდუმლოებასთან ასოცირდება. მისტიკურ ტყეს თუ მასში შეჭრილი მზის სხივებს, მთვარეს, ნავს, ციცინათელებს თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ავტორი ცდილობს, აბსტრაქტიული ფორმებით გადმოსცეს. ამ ყველაფერს კი, მნახველი საოცნებო სამყაროში გადაჰყავს, სადაც უსასრულოდ შეგიძლია ხეტიალი .
ავტორის სიტყვებით, ეს ლამაზი სიზმარია, სადაც დიდხანს დარჩენა გსურს.
გამოფენა 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მის: ირ. აბაშიძის ქ.№47.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები