დაიღუპა 1, დაშავდა 6 ადამიანი – გზების დეპარტამენტი ვერტყვიჭალაში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები