ნიკა მელია: პრეზიდენტთან კონსულტაციებში მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ჩავერთვები, როცა დაგვიძახებს, შეხვედრას იმ დღესვე დავესწრებით
“ვფიქრობ, მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი ამ ინიციატივას გააცნობდა საზოგადოებას, მას გააზრებული ჰქონდა, თუ რა სიძნელეებს შეიძლება, წავაწყდეთ ამ ფორმატში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პოლარიზაციის შემცირების მიზნით პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზადაა.
„კონსულტაციებში მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აუცილებლად ჩავერთვები. ვფიქრობ, მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი ამ ინიციატივას გააცნობდა საზოგადოებას, მას გააზრებული ჰქონდა, თუ რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ ფორმატში და მას, ალბათ, ამის გადალახვის გზები ექნება გააზრებული. მისი მტკიცე, პრინციპული და სამართლიანი პოზიცია მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. მჯერა, მას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესს ხელი შეუშალოს. როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი დაგვიძახებს, იმ დღესვე ჩვენ ამ შეხვედრას დავესწრებით”, – განაცხადა მელიამ.