ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 29 დეკემბრიდან დაიწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები