პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიის, პლენარული სხდომა გაიმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავენ და უყრიან კენჭს. ამის შსახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები ასევე განიხილავენ და კენჭს უყრიან სარატიფიკაციო დოკუმენტებს. დეპუტატები მოისმენენ ასევე კომიტეტების წლიურ ანგარიშებს. ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქციის -“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” და დეპუტატ თამარ ჩარკვიანის მიმართვა, პოლიტიკური შეხედულების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და 22 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე არგამოცხადების შესახებ.