გიორგი ღიბრაძე: საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს-ელი 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.

„როგორც ცნობილია, სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით არდადეგებია. დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდეს. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იმავენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადოს 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები