„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” – ალექსანდრე კობერიძის ფილმის ქუთაისური პრემიერა გაიმართება
25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ალექსანდრე კობერიძის ფილმის – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”, ქუთაისური პრემიერა გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში გადაღებული ნამუშევარი გამოცემა IndieWire-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში გადაღებული ნამუშევარი გამოცემა IndieWire-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა.
ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან.
დასწრება თავისუფალია.
სეანსი ჩატარდება ქუთაისის კინოთეატრ „საქართველოში“, კოვიდრეგულაციების დაცვით.