გიორგი ამილახვარი: მოშიმშილეებს ვუსურვებ, რომ დაანებონ ამ ცინიკურ დამოკიდებულებას თავი და თბილ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს

მოშიმშილეებს ვუსურვებ რომ დაანებონ ამ ცინიკურ დამოკიდებულებას თავი და თბილ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს რომ ოპოზიციის ქმედება “უკვე საბავშვო ბაღის თამაშს ემსგავსება”.

“უხერხულია ალბათ, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს დაპატიჟებ დაბადების დღეზე და შემდგომ მოუწოდებ მათ შიმშილობისკენ. მით უმეტეს ისეთ ოფისში, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, გაუგებარია რა საჭიროა ოფისის წინ ამ სიცივეში კარვების გაშლა მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ თავად ოფისში იშიმშილონ. ეს უკვე ემსგავსება საბავშვო ბაღის ზღაპრებს და სხვა არაფერს. მე ვუსურვებ მათ, რომ დაანებონ ამ ცინიკურ დამოკიდებულებას თავი და თბილ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები