„ყვითელი ყუთი“ – გამოფენა გაიხსნება

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ATINATI’S კულტურის ცენტრში, გამოფენა „ყვითელი ყუთი“ გაიხსნება.  ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილია მხატვართა ჯგუფი On/Off, რომელიც თანამშრომლობს „დედიკას გალერეასთან“. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოსახავს MSC – (Mediterranean Shipping Comapny) ცნობილ ყვითელ კონტეინერს. გამოფენის მთავარ მიზანს ინდუსტრიული სამომხმარებლო ობიექტის ხელოვნების საგნად ჩვენება წარმოადგენს. კონცეფციას, თუ რატომ MSC ყვითელი კონტეინერი, დეტალურად გაეცნობით გამოფენაზე.
მის: პ. ინგოროყვას №19.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები