ელენე ხოშტარია: პრეზიდენტთან შეხვედრაზე შედეგზე ორიენტირებული მივდივარ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან შეხვედრის თაობაზე მიწვევა მიიღო.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ის ხვალინდელ შეხვედრაზე შედეგზე ორიენტირებული მიდის.

“მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან ხვალ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ და დიდი ინტერესით და შედეგზე ორიენტირებულად მივდივარ ხვალ 12 საათზე”, – წერს ხოშტარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები