რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობის” დღევანდელ აქციაზე: კარგად ჩანს, რომ “ნაცმოძრაობის” ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და არა – საკუთარი ამომრჩეველი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დღეს “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება კრიზისი, რომელიც აღნიშნულ პარტიას აქვს.

დეპუტატის თქმით, “ნაცმოძრაობის” ინტერესს მხოლოდ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი წარმოადგენს და არა – ამომრჩეველი და საზოგადოება.

“ამ აქციით კარგად ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და არა საკუთარი ამომრჩეველი, მით უმეტეს, საზოგადოება. ერთადერთი შედეგი, რაც ამ აქციით დადგება, ისაა, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ის კრიზისი რაც არსებობს”ნაციონალურ მოძრაობაში”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები