ჯემალ ჭკუასელს დღეს ახალ პანთეონში დაკრძალავენ
საქართველოს სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
ცნობილი ქორეოგრაფი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი.
1997 წლიდან – ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი – “ერისიონის” მთავარი დირიჟორი.
ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.