გურამ მაჭარაშვილი: ენმ-სა და და მისი ლიდერისგან არ არის გასაკვირი თავდასხმები არა მხოლოდ საზოგადოებაზე, პოლიციაზე ან ჯარზე, არამედ ეკლესიაზეც

„ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან არ არის გასაკვირი თავდასხმები არა მხოლოდ საზოგადოებაზე, პოლიციაზე ან ჯარზე, არამედ ეკლესიაზეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი თავს ესხმიან იმ სასულიერო პირებსაც, ვინც მათ მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებს.

„ისინი თავს ესხმიან მხოლოდ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ობიექტურად საუბრობენ და არ გამოდიან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო განცხადებებით”, – ამბობს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებას – თუ სააკაშვილი დანაშაულს აღიარებს, შენდობილი იქნება – გამოეხმაურა და თქვა: დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები