ირაკლი ზარქუა: რაც არ უნდა ვისაუბროთ შერიგებაზე და ამაღლებულ ნოტაზე, მერე მოლაშვილის ოჯახს რა თვალებით შევხედოთ?

„არ გამოდის ეს. რაც არ უნდა ვისაუბროთ შერიგებაზე და ამაღლებულ ნოტაზე, მერე მოლაშვილის ოჯახს რა თვალებით შევხედოთ? – შერიგება ძალიან კარგია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობს, “ნაცმოძრაობამ” კი საზოგადოება ორად გახლიჩა.

“შესარიგებელი მე არაფერი მჭირს. შევრიგდით კი არა, მთელი თემებია, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ კომიტეტის დონეზე, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციასთან. თვითმმართველობაში ინიციატივა შემოიტანეს, მხარი დავუჭირეთ. ის, რაც გონივრული, ადეკვატური და ნორმალურია, ჩვენ ვთანამშრომლობთ. ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საზოგადოება ორად გახლიჩა – არის ერთი ნაწილი, რომელიც აგრესიაზე და ძალადობაზე არის აქცენტირებული, მეორე ნაწილიც აყოლილია ამას. სამწუხარო რეალობაა ეს – ახლა შემოატრიალეს, მიხვდნენ, რომ რევოლუცია არ გამოსდით და ჩაფლავდნენ. მე ორივე ხელით მონაწილე ვიქნები ამ პროცესის, ოღონდ ერთი დათქმით. ის, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები აწვალა, აწამა, ბიზნესი წაართვა, დაასახიჩრა, მოკლა, რანაირად უნდა ველაპარაკო შერიგების შემდეგ? როგორ უნდა ველაპარაკო მაგალითად გირგვლიანის ოჯახს?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები