მაკა ბოჭორიშვილი – „რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, სამიტი გახლდათ მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობა”

„15 დეკემბერს ბრიუსელში გამართული, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე ფაქტორის გამო: უსაფრთხოების კუთხით ჩვენს რეგიონში არსებული ურთულესი გამოწვევების გათვალისწინებით, თავად სამიტი გახლდათ მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მნიშვნელობა. ამავეს ადასტურებს სამიტის დეკლარაციაც და ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ასევე ასოცირებულ ტრიოზე გაკეთებული განსაკუთრებული აქცენტები, რაც სამიტის დეკლარაციაშიც აისახა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინიციატივით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის ამბიციები და მიზნები მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემდგომ, ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში აქტიური მსჯელობები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

ევროკომისიის მიერ შემუშავდა რამდენიმე დოკუმენტი, აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების პერსპექტივებზე. ისიც უნდა ითქვას, რომ, სამომავლო გეგმებზე მუშაობის პარალელურად, იყო გარკვეული სკეპტიციზმი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2021 წლის სამიტი თვისი არსით კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, სამიტის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იქნა გამოყენებული საპარლამენტო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიღებული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ლიდერებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები