თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის ქცევა ჰგავს იმას, რომ ყოველდღიურად ამბობდე, ხეს დაუსხი წყალიო, მაგრამ ყოველდღიურად სარწყავს მიზანმიმართულად აზიანებდე

“ერთი მხრივ, მოწოდება ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე და, მეორე, მხრივ ამ მთავარი მიზნის ძირის გამოთხრა, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სწორი ქცევა.
ოპოზიციის ქცევა ჰგავს იმას, რომ ყოველდღიურად ამბობდე, ხეს დაუსხი წყალიო, მაგრამ ყოველდღიურად სარწყავს მიზანმიმართულად აზიანებდე.
დიახ, ხელოვნური კრიზისები ქვეყანას არ ამშვენებს და, რა თქმა უნდა, კრიზისები არის პრობლემა – თუმცა, ეს არის ხელოვნური”, – ასე უპასუხა სალომე სამადაშვილს თამარ ტალიაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

“ევროინტეგრაციის გაძლიერება არის ქართველი ხალხის არჩევანი და რამდენიმე წლის წინ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ კონსტიტუციაში იმპერიულად ჩაწერა, რომ იღებს ვალდებულებას და აძლიერებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები