ნიკოლ ფაშინიანი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ.
„სასიამოვნოა, რომ ჩემი კოლეგისა და მეგობრის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისში ნახვის შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
Was happy to see my counterpart and friend, the Prime Minister of 🇬🇪 @GharibashviliGE in #Tbilisi. We agreed to direct joint efforts to enhancing better and efficient economic cooperation between 🇦🇲 and 🇬🇪 pic.twitter.com/fzv5K7XBCb
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) December 20, 2021