ლევან გოფოძე: ღმერთმა ქნას, “ომიკრონი“ იყოს, ასე ვთქვათ, დასასრულის დასაწყისი
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორი, ლევან გოფოძე ქვეყანაში “ომიკრონის” შემთხვევების დადასტურებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საბედნიეროდ, კორონავირუსის აღნიშნული შტამი აგრესიულობით არ ხასიათდება.
„ერთადერთი, რისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის ის, რომ, ჯერჯერობით, მძიმე დაზიანების ფორმით არ მიდის ეს ინფექცია – „ომიკრონი“ და ღმერთმა ქნას, რომ არც მოხდეს ასე და იყოს მართლა მსუბუქი ფორმა და „ომიკრონი“ იყოს, ასე ვთქვათ, დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.